მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა.
დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა;
ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას;
გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა და გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდაჭერა;
დ) პრიორიტეტებზე, ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;
ე) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;
ვ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა;
ზ) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციური მხარდაჭერა, სამეცნიერო-კვლევითი საუნივერსიტეტო ქსელის შექმნისა და ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა;
თ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვა;
ი) მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;
კ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;
ლ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევების და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით;
მ) მეცნიერების პოპულარიზაცია;
ნ) ბიზნესსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების ხელშეწყობა;
ო) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის პროცესში ჩართულობა;
პ) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა და ღია მეცნიერების პოლიტიკის მხარდაჭერა;
ჟ) ქვეყნის საჭიროებების და საერთაშორისო სამეცნიერო პრიორიტეტების გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების ინტერდისციპლინური განვითარების მხარდაჭერა;
რ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;
ს) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;
ტ) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი სასწავლო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით;
უ) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ფ) უცხოელი სტუდენტების მიერ ქართული ენის შესწავლის მხარდაჭერა;
ქ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;
ღ) ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლა-სწავლებისა და უცხოეთში პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ყ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;
შ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა