მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
20 მაისს მე-12 კლასელებისთვის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა - ახალ ცხოვრებას იწყებენ... და რა ელით იქ? - ეს მათ იციან, ვინც ეს გზა უკვე განვლო. სოცალურ ქსელში ვრცელდება სტატუსი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დღეს რამდენიმე პოსტი შემხვდა სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. მე 3 წლის წინ დავამთავრე და იმის მიუხედავათ, რომ დილით ადგომა სულ მეზარებოდა, განვიცდიდი რომ სკოლაში აღარ უნდა მივსულიყავი.
რაღაც პერიოდი ცოტა დისკომფორტი იქნება, უცნაური შეგრძნება მაინც, რადგან იქ, სადაც 12 წელი თითქმის ყოველდღე მიდიოდი, აღარ წახვალ.
გამოცდების ციებ-ცხელებაც დაიწყება, მერე უნივერსიტეტი და რაღაცნაირად გონებიდან სკოლის ფიქრები გადავა და სხვა საკითხებზე ფიქრი გააქტიურდება.
ჩემი რჩევა იქნება, იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე, მხოლოდ უნივერსიტეტით ნუ შემოიფარგლები. თუ რაღაც არ გამოგივა, არაუშავს, ხდება ხოლმე.
გისურვებ მუდამ გქონოდეს საკუთარი თავის რწმენა, რადგან ეს დიდი ძალაა!
ნუ იტყვით რომ არ შეგიძლია! ნურც სხვა „ყოვლისმცოდნეებს“ დაუჯერებ!
წარმოდგენაც არ გაქვს რამდენი რაღაცის გაკეთება შეგიძლია!
საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, თითოეულ თქვენგანს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა