მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატუსის ამაღლების მსურველებს გამოცდაზე 32 სხვადასხვა ტიპის დავალება დახვდებათ. მათგან, 22 - არჩევითპასუხებიანია, 2 - შესაბამისობის, 8 კი - ღია დავალება.
ღია დავალებებში მოიაზრება რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და ა.შ. ამ ტიპის დავალებები პედაგოგებს პროფესიულ ცოდნასა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს შეუფასებს.
წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო ტესტის ნიმუშში აღნიშნულია, რომ არჩევითპასუხიანი დავალებები ერთქულიანია, ასევე 1 ქულაა განკუთვნილი შესაბამისობის დავალებებში. თუმცა საგამოცდო ტესტში არის 3 მაღალქულიანი დავალება, რომელთა სწორად დაწერის შემთხვევაში სტატუსის ამაღლების მსურველებს ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.
3 დავალება, რომელიც მაღალი ქულით ფასდება:
გაკვეთილზე დაკვირვება - ამ დავალებაში მასწავლებლებს დახვდებათ გაკვეთილზე დაკვირვების საფუძველზე შევსებული შეფასების ფორმა, რომლის მიხედვითაც მათ უნდა აღმოაჩინონ გაკვეთილის ორი დადებითი და ორი უარყოფითი მხარე. შემდეგ კი შეიმუშავონ რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებელს ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება.
სიტუაციის ანალიზის დავალებაში მოცემული იქნება ტექსტი, სიტუაცია სასკოლო ცხოვრებიდან, მასწავლებელმა კი უნდა აღმოაჩინოს პრობლემა, იმსჯელოს, დაასაბუთოს და შეიმუშავოს რეკომენდაციები სიტუაციის შესაბამისად.
ფუნქციურ წერაში ნაშრომი 140 სიტყვაზე ნაკლები არ უნდა იყოს, სათქმელი კი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად და არგუმენტირებულად.
შეგახსენებთ, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა კი - მინიმუმ 53 ქულა.
გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი იქნება.
იხილეთ ასევე: მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალური გამსვლელი ქულები ცნობილია
წამყვანის სტატუსისთვის 43 ქულა, ხოლო მენტორისთვის 53 ქულა უნდა დააგროვოთ - მაქსიმალური ქულა და ტესტის ნიმუშები ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა