მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს.
აქტივობა eTwining პორტალის გამოყენებით მიმდინარე პროექტის „სვანურ-ფშავური კულტურული მემკვიდრეობა" ფარგლებში განხორციელდა.
კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია სვანური სამზარეულოს, რელიგიური ხასიათის ადგილობრივი კულტურული ფასეულობების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ წარადგინეს.
შუაფხოს სკოლის მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პრეზენტაციები ფშავური კულტურისა და ეთნოგრაფული ყოფის შესახებ წარადგინეს.
შეხვედრა ჩატარდა teams პლატფორმის საშუალებით გაიმართა.
პროექტში ინტეგრირებული იყო საგნები ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა. მასში V - XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები გიორგი ტერუნაშვილი, მაია ქველაძე, ნესტან ხორხომელიძე და მარიამ კვაჭაძე იყვნენ ჩართული.
„პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეები გაეცნენ საკუთარი და სხვა კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას. შეექმნათ წარმოდგენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერის განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა.
აღნიშნულ შეხვედრამდე ამ სკოლების მოსწავლეებს შორის კიდევ ორი ონლაინ შეხვედრა შედგა, რომელთაგან პირველი გაცნობითი ხასიათის იყო, ხოლო მეორეზე მოხდა საკვლევი თემების შერჩევა-დანაწილება მოსწავლეებს შორის
ორივე სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები არიან პროექტის შედეგებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.