მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია „სახალისო ბიოლოგია“ ჩატარდა.
კონფერენციის სამიზნე ჯგუფები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; IX, X და XI კლასის მოსწავლეები იყვნენ. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო საკონფერენციო თემები წარუდგინეს.
მათ თემებზე - უდაბნოს ხომალდები; გიგანტები და ცეროდენები; საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე; საინტერესო ფაქტები ცხოველებზე; საშიშები; უცნაურები; უცნაური წვიმა; ყველაზე სწრაფები - საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს.
კონფერენციამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
„კონფერენციის - ,,სახალისო ბიოლოგია“ მიზანი პირდაპირ მიემართება ზგემ-ს: მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა და სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება, ინფორმაციის მოძიების, ორგანიზების და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვისა და თანამშრომლობის საშუალების მიცემა არასაგაკვეთილო სივრცეში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.