სიახლეები
სიახლეები

სასურველია უმაღლესი განათლება - „ემისი“ კონკურსს აცხადებს
09-06-2022
-
+


„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ აცხადებს კონკურსს ტექნიკური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიაზე.

სამუშაო აღწერილობა: IT მხარდაჭერასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ტექნიკურ სატელეფონო ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;

სატელეფონო და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში დისტანციური წვდომის საშუალებით.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების კომპიუტერული ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტებისთვის და განათლების სისტემის სხვა IT სპეციალისტებისთვის კონსულტაციების გაწევა.

მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში ინციდენტების/მოთხოვნების რეგისტრაცია, აღწერა და მართვა.
Active directory-ის მომხმარებლების მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხებში;

ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის მონიტორინგი, სამინისტროსა და ცენტრალურ დატა ცენტრს შორის კავშირის ხარისხის მუდმივი კონტროლი და აღწერა;

აქტიური კომუნიკაცია პროვაიდერებთან წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირების, აღწერისა და მათი გადაწყვეტის საკითხებზე; IT სპეციალისტების მიერ გატარებული აქტივობების მონიტორინგი, აღწერა და მათი მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
  • Windows-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • Active directory სთან მუშაობის გამოცდილება.
  • ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპების ცოდნა, ადრესაცია ქსელში, ბაზური პროტოკოლები და ა.შ.
პიროვნული თვისებები:

ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი.
რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი.
ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა, მუშაობის უნარი როგორც გუნდში ასევე დამოუკიდებლად.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით, უნდა გაგზავნონ ქართულენოვანი CV შემდეგ მისამართზე: hr@emis.ge. „Subject“-ის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება