მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! წარმოგიდგენთ ჩვენს მოკრძალებულ ღონისძიებას, რომელიც მხოლოდ ეროვნული სამოსის გაცოცხლებას კი არა, პატრიოტული სულის გაღვივებასა და მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვას ემსახურება! ეროვნული იდეოლოგიაა ის ქვაკუთხედი, რომლითაც ერი სიცოცხლეს განაგრძობს და საკუთარ სულიერ-მატერიალურ ქონებას ეპატრონება. „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა." ჩვენი მთავარი მიზანია თითოეული მოსწავლე ღირსეული ქვეყნის საამაყო შვილებად აღვზარდოთ. ამბობენ, ხორუმი ერთადერთი ცეკვაა, რომლის რიტმი ადამიანის გულისცემის რიტმს ემთხვევაო. გვწამს, ჩვენი პატარების გულს მუდამ ემახსოვრებათ, რომ ისინი ამ ქვეყნის ფესვებთან აწმყოთი და მომავლით არიან დაკავშირებული. მათი გულის სითბო გაათბობს და გააძლიერებს ჩვენ სამშობლოს! ჩვენი ქვეყნის მომავალი ეს საოცარი პატარებია!“,- წერენ კლასების დამრიგებლები.
ღონისძიებას სკოლაში გამოეხმაურენ.
„საიმედო ხელშია ასეთი სულისკვეთების მქონე მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ოჯახების ხელში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული საგანძური!
მადლობა მასწავლებლებს, მონდომებულ მოსწავლეებსა და მათ მზრუნველ ოჯახებს, მრავალფეროვანი სასკოლო დღეებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.