TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

25-ე ჩაოობა - ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნიჭიერებამ სახალხო დღესასწაული კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა
19-05-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა „ჩაოობის“ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდნენ. სკოლის უნიჭიერესმა მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები საპატიო სტუმრების წინაშე საუკეთესოდ გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.

„25-ე ჩაოობა, სახალხო დღესასწაულად და სოფელ ჩაოს ისტორიის კუთვნილებად იქცა. ღონისძიებას, საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ: ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ვახტანგ ბერიძე, მერის მოადგილე ბატონი ნადიმ ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ბატონი რენარ ბოლქვაძე, საკრებულოს წევრი ბატონი იური აბულაძე, ვაშლოვანის თემის საკრებულოს თავჯდომარე ბატონი ბესიკ რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი თორნიკე კაკაციძე, ხულოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარე, ბატონი რაინდი დეკანაძე​, სოფელ ვაშლოვანის თემის სპეციალისტი ბატონი ლევანი აბულაძე, სოფელ ჩაოს საპატიო მოქალაქე სოფლის მკვიდრი ბატონი მურმან ცეცხლაძე. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდა და მეორე განყოფილებას უძღვებოდა, ბატონი ზაურის ღირსეული მემკვიდრე ოლეგი მახარაძე, ჩაოზე და ჩაოელებზე უზომოდ შეყვარებული, ქალბატონი ნინო დოლიძე.

ღონისძიება მიჰყავდათ, ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს. მათ მიერ წაკითხულმა ლექსებმა, პოეტი მურმან ცეცხლაძე ბავშვობაში დააბრუნა. განსხვავებულად ემოციური დღე იყო. ცეზარ მახარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, თანასოფლელები წარსულში ამოგზაურა. გავიხსენეთ ბატონი ზაურის ღვაწლი, რომლის ინიციატივით დაარსდა ეს დღე. მოვეფერეთ ერთმანეთს და სიყვარულით სავსე გულები გავუთბეთ. თანასოფლელებმა მადლობა გადაუხადეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს, ჩაოში დაწყებული მშენებლობისთვის. კოტაჯვარს, ახალი ტურისტული ლოკაციისთვის, სასოფლო კლუბის მშენებლობის დაფინანსებისთვის და თანადგომისთვის.

მადლობა ყველას, ვისაც მცირე თუ დიდი წვლილი მიგიძღვით, ეს ულამაზესი დღე, რომ შემდგარიყო. მადლობა, ჩემი ბავშვობის მეგობრებს, გოჩა და მადონა დავითაძეებს. გვიყვარხართ, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება