სიახლეები
სკოლები

„გემშვიდობებით სკოლავ და პედაგოგებო, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის“-ალისუბნის თემის N1 სკოლის მე-12 კლასელის, ნუნუ კუტივაძის ემოციური წერილი
20-05-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის დასრულება მეტად ემოციურია, რადგან მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

სკოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოსწავლემ, ნუნუ კუტივაძემ სკოლის დასრულებას მეტად ემოციური წერილი მიუძღვნა.

„მალე გასულა 12 წელი... ტკბილად მახსენდება ის დღე, როცა პირველად შევაღე სკოლის კარები. მახსოვს სულ პატარამ, ათრთოლებული ხმით, როგორ წავიკითხე მურმან ლებანიძის ლექსი - „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.

ვიხსენებ ჩემ პირველ მასწავლებელს, ქალბატონ მაყვალა მუჯირს, რომელიც ღიმილიანი სახით, ყველას გულში გვიკრავდა, გვიმსუბუქებდა განცდებს და ლოცავდა ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას...

მაყვალა მასწავლებელო, მადლობა თითოეული დღისთვის, სიყვარულისთვის და იმ ადამიანური თვისებების გამოჩენისთვის, რითაც ჩემს გულში სამუდამოდ დაიდეთ ბინა...

ეს იყო თორმეტი წლის წინ... დღეს კი თითქოს ისევ შემახსენა თავი პირველმა ემოციამ, ისევ განვიცდი და ცოტა შემკრთალი, შიშნარევი მოლოდინით გავსცქერი მომავალს, სადაც გზა, რომელიც ჩემია, უკვე დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად უნდა ვიპოვო. თუმცა ჩემმა სკოლამ ბევრი შრომა ჩადო ჩემში და ჩემს თანაკლასელებში საიმისოდ, რომ ცხოვრების ლაბირინთებში არ დავიკარგოთ.

სწორედ ამის გამო ვუხდი მადლობას თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებს და კლასის დამრიგებლებს, ჩვენზე გაწეული შრომისთვის, ზრუნვისთვის და სიყვარულისთვის.

მადლობა ჩვენს დამრიგებელს ნაზი ბოჭორიშვილს. მადლობა ნაზი მასწავლებელო, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ არ იღლებოდით კეთილი რჩევების მოცემით და თქვენი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებით.

გემშვიდობებით სკოლავ და პედაგოგებო. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაგიკეთებიათ. გისურვებთ კიდევ მრავალი წელი ემსახუროთ ჩვეული ერთგულებით თქვენს საქმეს, რათა სამშობლოს ღირსეული მამულიშვილები აღუზარდოთ“, - აღნიშნულია ნუნუ კუტივაძის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება