მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელებისთვის ეს დღე მეტად ემოციურია, რადგან ისინი ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ.
ამ მეტად მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა, ალექსანდრა მენთეშაშვილმა ემოციური მიმართვა გაავრცელა.
„20 მაისს საქართველოს ყველა სკოლაში მათ შორის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა. ერტისის საჯარო სკოლამ მე-12 კლასელებს გაცილება ღია სივრცეში მოუწყო.
ძვირფასო ახალგაზრდებო თქვენს ცხოვრებაში დასრულდა უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდი. დღეს დატოვეთ სკოლის კედლები და ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეთ. 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს გლობალური ცვლილებები დიდი გამოწვევის წინაშე დაგაყენებთ, ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ და ამიტომ უნდა გახსოვდეთ ყველა გამოწვევის წარმატებით დაძლევისა და თქვენი ღირსეული მომავლის ფორმირების საწინდარი განათლებაა.
თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. გვეამაყებით, რადგან 17 კურსდამთავრებულიდან 5 მოსწავლე მედალოსანია, ესენი არიან: გვანცა მანთაშაშვილი, სოფიკო აღდგომელაშვილი, ნანუკა ზაუტაშვილი, მარიამ გოგაშვილი და მარიამ მგალობლიშვილი. დარწმუნებული ვარ ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი უფრო მეტად გაგიმძაფრდებათ. იცხოვრებთ ისე, რომ უკან მოხედვისას თქვენი განვლილი ცხოვრების გამო არ შეგრცხვებათ.
ერტისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად საქართველოს ყველა კურსდამთავრებულს ბედნიერ, მშვიდობიან და საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებ.. დარწმუნებული ვარ თქვენ, როგორც უძველესი კულტურის, ტრადიციების, მართლმადიდებელი ქვეყნის, ეროვნული ღირებულებების მატარებელი შვილები ღირსეული მემკვიდრენი იქნებით თქვენი ქვეყნის მომავლის შენებაში“, - წერია დირექტორის, ლექსანდრა მენთეშაშვილის მიერ გავრცელებულ ემოციურ მიმართვაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.