სიახლეები
სკოლები

„იყავით სულიერად ძლიერები და არ შეგეშინდეთ გამოწვევების“-ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექცია მე-12 კლასის მოსწავლეებს მიმართავს
20-05-2022
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლის 2021-2022 წლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც თითოეული მათგანისთვის და პედაგოგებისთვის მეტად ემოციური იყო.

ამ მეტად მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მე-12 კლასის მოსწავლეები დირექტორმა, გელა სირაძემ სერტიფიკატით დააჯილდოვა.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მეთორმეტეკლასელებს სკოლის წარმატებით დასრულებას და ემოციური მილოცვას ავრცელებს:

„​სკოლის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებო, სკოლის ოქროს ბიჭებო და გოგონებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. თქვენ, ემშვიდობებით უზრუნველ წლებს და მშობლიურ სკოლას, რომელთანაც ბევრი ტკბილი მოგონება გაკავშირებთ და მომავლის იმედით გულანთებულები ახალი ასპარეზისათვის ემზადებით. სულ სხვა ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში, სულ სხვა დილა გათენდება. თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას გისურვებთ. დაგილოცავთ გზას, რომელიც მინდა იყოს თქვენთვის ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, წარმატებების. იყავით სულიერად ძლიერები, არ შეგეშინდეთ გამოწვევების, იცხოვრეთ ისე, რომ იამაყონ თქვენმა მშობლებმა, ახლობლებმა, პედაგოგებმა. წარმატებული და ბედნიერი გზით გევლოთ მუდამ“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მილოცვაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება