სიახლეები
სკოლები

„ერთად ვიარეთ, ერთად ვისწავლეთ, ერთად ვიდარდეთ, ერთად ვიმზიანეთ...“ - მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მილოცვა მე-12 კლასელებს
20-05-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც არამხოლოდ მათთვის, არამედ დირექტორის, ვერა ოდიკაძისა და თითოეული პედაგოგისთვის მეტად ემოციური იყო.

დირექტორმა, ვერა ოდიკაძემ მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ემოციურად მიულოცა:

„ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღე სკოლის ცხოვრებაში - კურსდამთვრებულთა გაცილება. 12 წელი ერთად გატარებული, ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთით, მცირე დრო ნამდვილად არაა: შეცნობისთვის, გაგებისთვის, თანამშრომლობისთვის, ერთად ყოფნისთვის... რამდენი ლამაზი დღე დაიწერა, რამდენი თბილი სიტყვა ითქვა, რამდენი სიყვარული ვუწილადეთ ერთმანეთს, როგორ შევძელით გვერდში დგომა, გასაკეთებლის კეთება, სწავლა, გარჯა, შემოქმედება, ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა.

ერთად ვიარეთ, ერთად ვისწავლეთ, ერთად ვიდარდეთ, ერთად ვიმზიანეთ, ერთად ვიყვავილეთ ერთად ვიწვიმეთ, ერთად ავედევნეთ დროს... დრომ კი მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე: ფეხშეწყობილი გულგამთბარი, ცოდნით აღჭურვილი თეთრის და შავის გამრჩევი. ერთმანეთის ჭირის და ლხინის გამზიარებელი. ვიცი, ერთგულებით და სიყვარულით მოიქარგა ჩვენი ერთობა, მჯერა შევძელით ყველაფრის გამკლავება. მჯერა თქვენი, მწამს კარგად გაქვთ ნასწავლი ცხოვრების მთავარი გაკვეთილი, როგორ უნდა გიყვარდეთ და ვინ ხართ. დრო გვაჩვენებს თქვენს ადამიანობას, ნამდვილობას. მიყვარხართ თქვენი ნაჩუქარი სიყვარულით. გილოცავთ სკოლის დამთავრებას. წინსვლა და წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური ჩვენო მეთორმეტეებო. მიყვარხართ“, - წერია დირექტორის, ვერა ოდიკაძის მიერ გავრცელებულ წერილში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება