დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
20-05-2022
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს.
ისინი, შუახევის რესურსცენტრის შენობაში, რესურსცენტრის ორგანიზებით და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ მუნიციპალური კონკურსის მესამე დასკვნითი ტურიში მონწილეობდნენ.
დღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში დაიკავეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, მაღალი ქულები დააგროვეს და წარმატებას მიაღწიეს.
V-VI კლასის მოსწავლეთა შორის მე-6 კლასის მოსწავლე ანა ფუტკარაძემ, 30.66 ქულით ,მესამე ადგილი დაიკავა.
IX-X კლასის მოსწავლეთა შორის კი პირველი ადგილი, 39 ქულით, მე-9 კლასის მოსწავლე მარინე ფუტკარაძემ და მესამე ადგილი, 37.33, ქულით მე-10 კლასის მოსწავლე ნინი ფუტკარაძემ დაიკავა.