„ძალიან დამაკლდებით აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმართვისას“- ოროჯალარის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ პოილარაშვილის ემოციური წერილი მე-12 კლასელებს
20-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
აღსანიშნავია, რომ მეთორმეტეკლასელებს პედაგოგი თამარი პოილარაშვილი ემოციურად გამოემშვიდობა და ემოციური წერილი გაავრცელა.
„ეს ის კლასია, რომელიც ამ სკოლაში მოსვლის დროს დამხვდა მე-6 კლასში და დღემდე ერთად ვიარეთ. მიყვარხართ და გულით გილოცავთ, თუმცა ძალიან დამაკლდებით პროექტების, ექსკურსიების და საერთოდ აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმართვისას“, - აღნიშნულია პედაგოგის, თამარი პოილარაშვილის წერილში.