მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაღალი სიცხე, სუნთქვის გახშირება, ხველა, ყელის ტკივილი... ბავშვებში ვირუსული ინფექციაა და ამის გამო, კლინიკებში საკმაოდ ბევრი პაციენტი მკურნალობს, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ივანე ჩხაიძე, აღნიშნავს, რომ რესპირაციული ვირუსების სეზონი ჩამთავრებისკენ მიდის: „მონაცემებს რომ გადავხედოთ, ივნისში ასეთი შემთხვევები აღარ იქნება. პიკმა უკვე გადაიარა, პიკი იყო გვიანი ზამთარი და ადრეული გაზაფხული, ახლა ჩვენ ნამდვილად არ ველოდებით შემთხვევების მატებას“...
ჩხაიძე ასევე საუბრობს სიმპტომებზე, რომლებიც ვირუსს ახასიათებს:
„2 წლამდე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ ბრონქიოლიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაავადების დაწყება ტემპერატურის მომატებით, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან გამონადენი, იშვიათი ხველა, ცემინება, სწრაფად უარესდება მდგომარეობა.ბავშვს ეწყება შეტევითი ხასიათის ხველა, აუცილებლად ყურადღება მივაქციოთ სუნთქვის გახშირებას, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობას და ხშირად ცხვირის ნესტოების ბერვას, ასევე, აღსანიშნავია მანძილზე მოსასმენი სუნთქვა, რომელსაც მსტვინავი ხასიათი აქვს, ეს პირდაპირ მიუთითებს წვრილი ბრონქების დაზიანებას. თუ ამ შემთხვევაში ჩვენი ბავშვის ასაკი 2 წლამდეა, ეჭვი უნდა მივიტანოთ, რომ ამ ტიპის დაავადება არ იყოს. ამ შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია არის აუცილებელი. ბავშვების არცთუ მცირე ნაწილს ჟანგბადის დამატებით მიწოდება სჭირდება, ამიტომ სახლში არ უნდა დავრჩეთ. ტემპერატურის ფაქტორი აქ წამყვანი არ არის, აქ წამყვანია რესპირაციული დისტრესი, რაც გახშირებულ, ხმაურიან, ხშირ ხველას ნიშნავს“.
საინტერესოა, რამ გამოიწვია ვირუსის შემთხვევების მატება? - ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ 2020-2021 წელს კოვიდის გამო ბევრი შეზღუდვა არსებობდა, საბავშვო ბაღები და სკოლები იყო დახურული, სადაც ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია, ახლა კი შეზღუდვები მოხსნილია:
„მას შემდეგ, რაც სკოლა-ბაღები გაიხსნა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დადგა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა