სიახლეები
სიახლეები

რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს მასწავლებელმა დირექტორს, თუ კლასის ექსკურსიაზე წაყვანა სურს?
25-05-2022
-
+


მასწავლებლები, რომლებიც კლასს ექსკურსიაზე წაიყვანენ, ვალდებულნი არიან, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ და ყველა სავალდებულო წარსადგენი დოკუმენტი დირექციას დროულად მიაწოდონ.

სკოლებმა ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც მან უნდა გამოითხოვოს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგინოს:

  • ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტი (სატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება),
  • მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,
  • მძღოლის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (შესაბამისი კატეგორიის).

პედაგოგმა დირექტორს ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მშობლის გარეშე აპირებს ექსკურსიაზე წასვლას, ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა.

სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას, ასევე დოკუმენტებს და პერსონალურად გადაწყვეტს, შედგება თუ არა ექსკურსია. თუ პედაგოგი სავალდებულო დოკუმენტებს ვერ წარადგენს, დირექტორს უფლება აქვს, კლასი ექსკურსიაზე არ გაუშვას.

აქვე გიზიარებთ ექსკურსიის განაცხადის ფორმასა და მშობლის თანხმობის ნიმუშს, რომლითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ.

ექსკურსიის განაცხადის ნიმუში
მშობლის თანხმობის ნიმუში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება