მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. სევდანარევი სიხარული ახლდა მოსწავლეთა ღონისძიებას, რომელზეც მათ მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.
„ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა განვლილი 12 ულამაზესი წელი, დღეს, თქვენ დატოვეთ სკოლის კედლები და ახალ ცხოვრებას შეეჭიდებით. თქვენ უჩვეულო პერიოდში მოგიწიათ სასწავლო პროცესის წარმართვა, რადგან პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევითა და ერთმანეთის მხარდაჭერით თქვენ შეძელით, გამკლავებოდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ 2021-2022 სასწავლო წელი. გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი და მონდომება... ამიერიდან იზრდება თქვენი პასუხისმგებლობა, მოგიწევთ ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა, რაშიც მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ. ცხოვრებაში ახალი გამოწვევების წინაშე დადგებით, წინ გელით ახალი მეგობრები, ურთიერთობები და მოვალეობები. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის 19 კურსდამთავრებულს და ყველა მე-12 კლასელს, მთელი გულით მოგილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას. გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე.
დარწმუნებული ვარ, გვასახელებთ, ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებთ, იქნებით სამშობლოს ღირსეული შვილები და თქვენს წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი...გვიყვარხართ.. გვეიმედებით... მადლობას გიხდით ლამაზი ღონისძიებისთვის მონაწილეებს, ორგანიზატორებს - ქალბატონ ცირა გელაშვილს და შორენა ღამბაძიძეს, მშობლებს თავიანთი შვილების ღონისძიების გალამაზებისთვის, ქალბატონ ქეთევან კალაიჯიშვილს და მის გუნდს თავისი წვლილის შეტანისათვის, ყველა მობრძანებულ სტუმარს მათი შრომის დაფასებისათვის. მადლობას ვუხდი პედაგოგებს გაწეული შრომისათვის, ის რომ კლასში არის ოქროსმედალოსანი - ეთერი კაპანაძე და ლინა კურტანიძე - ეს მათი დამსახურებაა. ასევე დიდი მადლობას ვუხდი ლინა კურტანიძეს საოცარი კარიკატურების შექნისათვის. მიყვარხართ და მეიმედებით“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.