სიახლეები
ეტალონი

ერთწლიანი სტიპენდია მერიისგან და საჩუქრები ლიტვის საელჩოსგან - „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
19-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ბორჯომის N3 საჯარო გამართულ ღონისძიებას საქარათველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩის მეორე მდივანი შარუნე კუბილიუტე, ბორჯომის მულიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე, რესურსცენტრის უფროსი იზო ლომიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა მორჩილაძე დაეუფლა. მას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას დაუნიშნავს 150 ლარის ოდენობით. ლიტვის საელჩომ კი გამარჯვებულს წიგნები გადასცა.

როგორც ანა 
მორჩილაძე აღნიშნავს, პროექტში გამარჯვებამ მას თავდაჯერებულობა შემატა: 

„ბედნიერი ვარ გამარჯვებით. უფრო ბედნიერი კი - საკუთარ თავში დარწმუნებითა და მეტი ცოდნის, გამოცდილების დაგროვებით. მადლობა „ეტალონს“ ამ შანსისთვის.“

საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩის მეორე მდივანი შარუნე კუბილიუტე მოხარულია „ეტალონთან“ პარტნიორობით და წარმატებებს უსურვებს პროექტს:

„ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, რომელსაც ლიტვის საელჩო უჭერს მხარს. მოხარული ვარ, ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდის ხილვით. გოჩა ტყეშელაშვილი ნამდვილად დიდ იდეასა და ენერგიას დებს „ეტალონში“. მრავალ წარმატებას ვუსურვებ მოსწავლეებსა და პროექტს.“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე აღნიშნავს, რომ ბორჯომი ყოველთვის მოუთმენლად ელოდება „ეტალონს“:

„ბორჯომი ყოველთვის მოუთმენლად ელოდება „ეტალონის“ სტუმრობას. პროექტი დიდ სტიმულს აძლევს მოსწავლეებს და მეტი შემეცნებისკენ უკვალავს გზას. მადლობა საქვეყნო საქმის მსახურებისთვის გოჩა ტყეშელაშვილს. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მოსწავლეებს.“

ბორჯომის რესურსცენტრის უფროსი იზო ლომიძე მოხარულია პროექტში მოსწავლეების მაღალი ჩართულობით და მადლობას უხდის „ეტალონს“ ემოციური დღისთვის:

„იყო ცრემლი, ღიმილი, მრავალი შეძახილი. ემოციებით დატვირთული დღე გამოვიდა. მადლობა პროექტს ამ ლამაზი წუთებისთვის, ობიექტური და სამართლიანი ჩემპიონატისთვის. დღეს ბორჯომი „ეტალონით“ სუნთქავს. ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებსა და სკოლებს წარმატებით ასპარეზობას და მეტ წინსვლას ვუსურვებ მომავალში.“

„ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ დამრიგებელი თინათინ გოგოლაძე ანა მორჩილაძეს მიზანდასახულ და ნიჭიერ მოსწავლედ ახასიათებს:

„ანა ძალიან დინჯი, ნიჭიერი, მიზანსწრაფული მოსწავლეა. განსაკუთრებით ტექნიკური საგნებისკენ აქვს მიდრეკილება. ღირსეულად ერგო „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და მჯერა, იმედებს გაამართლებს. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებსა და პროექტს.“

„ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ანა მორჩილაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება