სიახლეები
სკოლები

„თქვენ ხართ ღირსეული თაობა... სითბოს გატანთ სკოლიდან!“ - ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს
23-05-2022
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. იყო ღონისძიება, თეთრ პერანგებზე წაწერილი საუკეთესო სურვილები და რა თქმა უნდა სევდანარევი სიხარული, რომელიც ცხორვების ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულებასა და მეორის დასაწყისს ახლავს.

მოსწავლეები უსაყვარლეს მასწავლებლებს დაემშვიდობნენ, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია ხუნაშვილმა კი ბავშვები ემოციური სიტყვით გააცილა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს,20 მაისია,ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარის“ დარეკვის დღე. ჩვენი სკოლა წელს 18 კურსდამთავრებულს  უშვებს სკოლიდან. ესააა მეტად ამაღელვებელი და ორმაგად მისასალმებელი ჩვენთვის, რადგან სოფელ მირზაანის სასწავლო კორპუსს  წლების განმავლობაში არ ჰყოლია გამოსაშვები კლასი და ამ  ახალი შენობიდან კი მეორე გამოშვებას დავურეკავთ ბოლო ზარს დღეს. მინდა ავღნიშნო, რომ თქვენ ყველაფერში განსაკუთრებული თაობა ხართ. მედგრად ედექით მსოფლიოში გამეფებულ პანდემიას, ბევრჯერ დაგვაჩოქა, მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვებული გამოვედით...ცხოვრებაც ხომ ომია, ღირსეული მეთოდებით ბრძოლა საამაყოა და გისურვებთ ყოველთვის გამარჯვების გზებით გევლოთ.

თქვენ ხართ თაობა, რომელთაც ბევრი რამ შეგიძლიათ: გაგაჩნიათ უნარი კრიტიკული აზროვნებისა, ანალიზის და კრეატიულობისა, თანადგომისა და თანაგრძნობისა. გაგაჩნიათ უნარი გულწრფელობისა, მართალი სიტყვის თქმისა, ერთმანეთის დათმენისა და გატანისა. თქვენ იყავით ძალიან, ძალიან,აქტიური მოსწავლეები.მახსენდება... წინა დღით გაჟღერებულ ღონისძიების მომზადებისთვის მეორე დღეს მზად გქონდათ სამოქმედო გეგმა და მთელი კლასის ძალებით, მხოლოდ თქვენ, შეგეძლოთ ჩაგეტარებინათ. აი, ასეთ მომზადებულ მოსწავლეებს ვუშვებთ დღეს, მართლაც გამორჩეულებს, დღევანდელ ცხოვრებას მორგებულებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებლებს, თავისუფალ პიროვნებებს, დემოკრატიულ ღირებებულებზე აღზრდილ მოსწავლეებს, რომლებიც არ იცხოვრებენ არსებულის ხარჯზე და შექმნიან ახალ ინოვაციებს, გვასახელებენ და  ჩვენც ბევრჯერ ვიქნებით ამაყნი მათით.

გილოცავთ დღევანდელ დღეს,გეფერებით! სითბოს გატანთ სკოლიდან! ვამაყობთ თქვენით! გვიყვარხართ და გემშვიდობებით! ღმერთი გფარავდეთ მუდამ“!                                                                                                                   


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება