სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს სტატუსი გამოცდის ჩაბარებისთანავე მიენიჭებათ? - „ნაეკი“ განმარტავს
23-05-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგების კითხვებს უპასუხა:

რამდენი საკითხი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტში?
საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:
22 - არჩევითპასუხებიანი დავალება; 
2 - შესაბამისობის დავალება; 
8 - ღია დავალება (მათ შორის არის რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და სხვ.). 
 
რას გვეტყვით შესაბამისობის დავალებაზე პროფესიული უნარების ტესტში?
შესაბამისობის დავალება ფასდება 1 ქულით. დავალება ცხრილის სახითაა მოცემული, რომელიც ორი სვეტისაგან შედგება. ერთ სვეტში მოცემულია პირობა (მოვლენა, ფრაზა), მეორე სვეტში სავარუდო პასუხები (ტერმინები, ცნებები). გამოსაცდელმა სვეტებში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა 1 ქულა მიიღოს, ყველა შესაბამისობა სწორად უნდა იყოს შესრულებული.
 
რატომ არის მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად ზღვარი ასეთი მაღალი?
ზღვარი განისაზღვრა შეფასების დადგენის პროცედურის შედეგად. ეს არის თანმიმდევრულად გაწერილი პროცედურა, რომელშიც მონაწილეობენ სფეროს  ექსპერტები.  აღნიშნული გამოცდისათვისაც ჩატარდა შეფასების სტანდარტების დადგენის პროცედურა ექსპერტების მონაწილეობით (სულ მონაწილეობდა 15 ექსპერტი) და შედეგად განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი როგორც წამყვანობის, ისე მენტორობის მსურველთათვის, რომელიც დაამტკიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.  
 
რას ამოწმებს ახალი ტესტი და მისი ჩაბარების შემდეგ პირდაპირ მოგვენიჭება სტატუსი?
ტესტი ორიენტირებულია პროფესიული უნარების შეფასებაზე, იმ უნარების, რომლებიც ყველა მასწავლებელს სჭირდება სასწავლო პროცესის წარმართვის დროს. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში გაწერილია წამყვანი და მენტორი მასწავლებლის დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები, რასაც ეყრდნობა საგამოცდო ტესტი.  რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა მიმართოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
 
არასწორად გაცემულ პასუხზე ქულა თუ დაგვაკლდება?
გამოსაცდელი არასწორად შემოხაზული პასუხის შემთხვევაში მიიღებს ნულ ქულას. 
 
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტზე მუშაობის დროს?
ტესტზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავაანალიზოთ მოცემული პირობა და მასთან დაკავშირებული შეკითხვები. შეკითხვა ყოველთვის კონკრეტულია და, შესაბამისად, მოითხოვს კონკრეტულ პასუხს. არ უნდა გაცდეთ დავალების პირობას, ან კითხვაში მოცემულ პასუხს. ქულა იწერება კონკრეტულ პასუხებში და არა ზოგად მსჯელობაში. 
გამოქვეყნებულია შეფასების კრიტერიუმები, რეკომენდირებული ლიტერატურა, ტესტის ნიმუში, რასაც სასურველია გაეცნოთ, რათა კარად გაიაზროთ გამოცდის თავისებურება და წარმატებით დაძლიოთ ის.
 
ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა დაგვჭირდება?
საგამოცდო ტესტში შეიძლება იყოს მოცემული დავალება კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ გასცდება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს. პროგრამა იმასთან დაკავშირებით თუ რისი ცოდნა მოეთხოვება გამოსაცდელს, გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე. 
 
ფუნქციურ წერაზე რას გვეტყვით?
ფუნქციური წერა ამოწმებს იმას, თუ რამდენად შეუძლია გამოსაცდელს არგუმენტირებულად დაასაბუთოს მოთხოვნა, იყოს დამაჯერებელი და აზრი ჩამოაყალიბოს მკაფიოდ. მნიშვნელოვანია, რომ ნაწერი იყოს გამართული და სიტყვათა რაოდენობა არ იყოს 140-ზე ნაკლები.
 
პროფესიული უნარების ტესტს აქვს თუ არა შიდა ზღვრები?
ტესტს შიდა ზღვრები არ აქვს. გამოსაცდელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი (წამყვანობის მსურველმა 60%-ზე მეტი და მენტორობის მსურველმა 75%-ზე მეტი).
 
ტესტი ნაბეჭდი სახით მოგვეწოდება გამოცდაზე?
გამოცდა ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, ტესტის ბუკლეტი არის ელექტრონული, ხოლო პასუხების ფურცლები დაგირიგდებათ.  
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება