სიახლეები
სკოლები

„გეამაყოთ იმ საქართველოთი, რომელსაც თქვენს შვილებს დაუტოვებთ“- თბილისის N192 სკოლაში კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობნენ
23-05-2022
-
+


თბილისის N192 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯეს. ისინი, სპეციალურად ამ დღისთვის, მანტიებით შეიმოსნენ. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„ჩვენო ძვირფასო, აწ უკვე, კურსდამთავრებულებო!
გილოცავთ ამ მართლაც და დაუვიწყარ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, თავისუფალ და უღრუბლო ცას, წინსვლასა და წარმატებებს!
აქამდე ცხოვრების გზაზე მოდიოდით მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ხელჩაკიდებულები და თქვენი წარმატებებიცა და გადაცდომებიც ერთნაირად საპასუხისმგებლო იყო თითოეულისთვის. ახლა უკვე, დამოუკიდებლად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღებაც და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებაც. ცხოვრება მხოლოდ ია-ვარდებით არაა მოფენილი (იცით თქვენ), ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ, მაგრამ სიძლიერე და გამძლეობა სწორედ დაბრკოლებების გადალახვისას მოდის. სიძლიერეში (მიხვდით ალბათ) კუნთის ძალას არ ვგულისხმობ, სულიერად და მორალურად უნდა გაძლიერდეთ, თორემ ორმოცი წლის „ბავშვები“ ბევრი გვინახავს (სამწუხაროდ).
თქვენ, ცხოვრებამ მოიტანა ალბათ, ბევრად უფრო დამოუკიდებლები და მიზანსწრაფულები ხართ!
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ისწავლეთ ისე, რომ გამოადგეთ პირველ რიგში ჩვენს საქართველოს, შემდეგ თქვენ ოჯახს და ბოლოს საკუთარ თავს. როგორი ბეჯითები და გულმოდგინეებიც იქნებით თქვენ, ისეთ ქვეყანას შექმნით მომავალში და გადასცემთ თქვენს შთამომავლებს.
გისურვებთ, გეამაყოთ იმ საქართველოთი, რომელსაც თქვენს შვილებს დაუტოვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება