სიახლეები
სიახლეები

ყველა კანონი, რომელიც წამყვანობისა და მენტორობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ - სასარგებლო ბმულები
26-05-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველმა მასწავლებლებმა პროფესიული უნარების გამოცდისთვის სხვა თეორიულ მასალასთან ერთად კანონმდებლობაც უნდა დაისწავლონ.

პედაგოგებისთვის დამხმარე ლიტერატურა, რომლითაც საგამოცდოდ უნდა მოემზადონ, დიდი ხანია, ცნობილია. მათ შორისაა 13 საკანონმდებლო აქტი, რომელშიც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები უნდა ერკვეოდნენ:

  1. საქართველოს კონსტიტუცია;
  2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  3. საქართველოს „შრომის კოდექსი“;
  4. „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის No84 დადგენილება;
  5. ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  6. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისი #241 დადგენილება „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესახებ“;
  7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერი ბრძანება №1014 „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
  8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისი ბრძანება №40/ნ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
  9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება #126/ნ „ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“;
  10. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტო ბრძანება №174/ნ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  11. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ 
  12. მოსწავლის ქცევის კოდექსი 
  13. დირექტორის ეთიკის კოდექსი

მასწავლებლებს აინტერესებთ, რატომაა პროფესიული უნარების საგამოცდო ლიტერატურაში მითითებული კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ კითხვით - დასჭირდებათ თუ არა გამოცდაზე ზოგადი განათლების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსაც მიმართეს.

„საგამოცდო ტესტში შეიძლება იყოს მოცემული დავალება კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ გასცდება მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებს“, - განაცხადეს ცენტრის წარმომადგენლებმა.

სტატუსის ამაღლების მსურველთა დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

ვის დაუბრუნდება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა უკან - ვადები და სხვა დეტალები

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება