მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლნისის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. გასვლით ღონისძიებაში მე-7 - მე-9 კლასის მოსწავლეები, ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგის იამზე მეფარიშვილისა და დამრიგებლის სადიხ მარდანოვის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. მოეწყო საინტერესო აქტივობები: ძერწვა, ხატვა. მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო გამოფენა დაათვალიერეს, გიდმა მათ ექსპონატების, მასალების, ნივთების, ისტორიული ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„მუზეუმი საზოგადოების სამსახურში მყოფი მუდმივი ინსტიტუტია და ღია ფართო საზოგადოებისთვის მუზეუმი შეისწავლის განათლების მიზნით ან ვიზუალური სიამოვნებისათვის იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამიანთა შემოქმედებისა და მათი გარემოს აღმწერ ფქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.
ამგვარი კლასგარეშე აქტივობა, გასვლითი გაკვეთილი დადებითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე, ცოდნის ხარისხის ამაღლებაზე, რომლის დროსაც ხდება ცოდნის ტრანფერი და მოსწავლე იღებს თანამედროვე ადამიანისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.