მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება ჩატარდა. აპლიკანტები, რომლებიც პროფესიული ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსებით, მიიღონ პროფესიული განათლება სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.
ტესტირების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
2016 წლის საშემოდგომო მიღებისთვის, 13 ათასამდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 35 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული.
პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.