მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
განსაკუთრებით ემოციურია სკოლის დირექტორის შორენა აკოფაშვილის მისალოცი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელებო! წელს დასრულდა თქვენი ცხოვრების ის ერთი ეტაპი, რომელსაც ბავშვობა ერქვა! სკოლა, ეს ცხოვრების ის პერიოდია, რომელიც წარუშლელ კვალად რჩება ჩვენს სულში და გულში. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ვერაფერი ჩაანაცვლებს სულის სიღრმეში ფესვებგადგმულ იმ წლებს და იმ მოგონებებს, რასაც მოსწავლეობა ჰქვია! და როდესაც ღრმა სიბერეშიც კი გამოიხედავთ უკან თქვენს ცხოვრებაში, იქ მუდამ იქნება იმ სკოლის ხატი, სადაც წერა-კითხვა და კიდევ უამრავი რამ გასწავლეს! სადაც პირველი მეგობრები შეიძინეთ, პირველი მასწავლებელი გაიცანით, რომელსაც დამიჯერეთ არასოდეს დაავიწყდება თქვენი ხან მომღიმარი, ხან კიდევ, პირიქით მოწყენილი სახეები! დროდადრო თქვენს გონებაში გაცოცხლდებიან ხმები წარსულიდან, ზარის წკრიალი, ხმაურიანი დერეფანი და ვინ იცის კიდევ რამდენი იდუმალი მოგონება ამოტივტივდება სულის ღრმა სიღრმიდან ....! მთელი გულით გილოცავთ ბოლო ზარს! სკოლის სახელით გვინდა გისურვოთ წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში! უფალი იყოს თვენი წინამძღვარი და მფარველი მთელი თქვენი ცხოვრების გზაზე“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის შორენა აკოფაშვილის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.