სიახლეები
სკოლები

„ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებთ ღირსეულ მამულიშვილობას“ - წალენჯიხის N4 სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს
24-05-2022
-
+


ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლის დირექტორი ნანა მებონია ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„დაირეკა ბოლო ზარი, კიდევ ერთი თაობა აფრინდა სკოლის მერხებიდან, კიდევ ერთ თაობას დავულოცეთ ცხოვრების ახალი ასპარეზისკენ მიმავალი გზა, ვუსურვეთ ცხოვრებაში ყველა ბარიერის ღირსეული დაძლევა. მათთან ერთად 2022 წლის ყველა კურსდამთავრებულს ვუსურვებთ ღირსეულ მამულიშვილობას, საზოგადოების ღირსეულ წევრობას. გფარევდეთ უფალი, ჩემო საყვარელო, გვანცა აბრალავა, მარიკა კვარაცხელია, გიგა კვარაცხელია, გიორგი ფელანგია, დათუნა კვარაცხელია, ლუკა შანავა, მეგი შანავა, მარი მიქავა. სკოლის დამთავრებას, ასევე სიყვარულით ვულოცავ ჩვენს ყოფილ მოსწავლეებს თაკო და ლუკა ჩიქობავებს“,- წერს სკოლის დირექტორი ნონა მებონია. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება