სიახლეები
სკოლები

„ჩვენ, ყველანი ძალიან ვამაყობთ თქვენით“- აწყურის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს
24-05-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი, განთავსებული იყო შესაბამისი დეკორაცია.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.

„კიდევ ერთმა ნიჭიერმა თაობამ დაამთავრა აწყურის საჯარო სკოლა და გადაინაცვლა ცხოვრების ფართო ასპარეზზე. ეს არის ის თაობა, რომელიც მამა-პაპათა ანდერძს საფუძვლად დაუდებს მომავალს და შექმნის ახალ საინტერესო ცხოვრებას.
ჩვენ, ყველანი ძალიან ვამაყობთ თქვენით, რადგან თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნიჭიერი და ჭკვიანი თაობა.
იყავით წარმატებულები, გახდით იმაზე უკეთესები ვიდრე დღეს ხართ, რადგან სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს.
გზას დაგილოცავთ! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით თანაგრძნობას, მადლიერებას და სიყვარულს. დაილოცოს ყველა ბილიკი, რომელიც სიკეთის გზაზე გატარებთ.
თქვენგან ბევრს, ძალიან ბევრს ელის ცოდნის ტაძარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება