საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტელექტუალური კონკურსი ამჯერად ჩოხატაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება და მასში ჩართვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 02 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.
კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“