მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სკოლა რომ საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ბავშვებისთვის, აუცილებელია, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებით დაიგეგმოს. განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ სწავლისადმი მოტივაცია, მითუმეტეს, პანდემიის ბავშვებს, რომლებმაც სკოლამდელი სასწავლო საფეხურის გავლაც ვერ მოახერხეს და პირდაპირ სკოლაში აღმოჩდნენ.
გვინდა გაგაცნოთ ამ სკოლის ერთ-ერთი პირველი კლასის მონდომებული, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, ნატო მიმინოშვილი. მისი პირველკლასელები მალე სასწავლო წელს დაასრულებენ. კლასის ერთობლივი მონდომებით, მათ ერთგვარად შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი და სკოლის პირველი წლის სიმბოლოდ დაამზადეს ხელნაკეთი წიგნი, რომელშიც ანბანის თითოეული ასო-ბგერა და მასთან დაკავშირებული ლექსები, გამოცანები და ანდაზები მოათავსეს. თითოეული მოსწავლის ჩართულობით განხორციელებულმა ამ აქტივობამ მოსწავლეებში ხალისი და კმაყოფილება გამოიწვია, რადგან თვალსაჩინოდ დაინახეს საკუთარი ხელით შექმნილი ნაშრომი.
106-ე სკოლა თავის პატარა მოსწავლეებსა და მათ აქტიურ მასწავლებელს მუდამ მრავალფეროვან და ხალისიან სასკოლო დღეებს უსურვებს და ამაყობს მათით“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.