მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითმა კლუბმა გოგონათა საფეხბურთო ტურნირი ჩაატარა.
ღონისძიებას რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შუალავერის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
მასში 8 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის მიზანი იმ სტერეოტიპის მსხვრვა იყო, რომლის მიხედვითაც გოგონები ფეხბურთში მოიკოჭლებენ.
თამაშს გაეროს ფონდის და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი მარადისის საჯარო სკოლამ მოიპოვა. გუნდებს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი.
სკოლის კლუბის წევრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ მონაწილეობდნენ. სწორედ ეკოკლუბელებმა აირჩიეს თემა სპორტი და გენდერული თანასწორობა, რადგან კვლევისას დაასკვნეს, რომ სპორტში გოგონები, სტერეოტიპების გამო, აქტიურები არ არიან.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ლამარა ბოლქვაძე იყო.
„ეკოკლუბელები ძალიან გახარებულნი არიან, რადგან უამრავი ადამიანის ყურადღება მიექცა ამ ინციატივას, გოგონები უკვე უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს და რაც მთავარია, დაამსხვრიეს სტერეოტიპი, რომ გოგოებს ფეხბურთი არ შეუძლიათ. მადლობა ლამარა ასეთი აქტივობებით რომ უმრავალფეროვნებ ჩვენს შვილებს სასწავლო პროცესს, უხალისებ და მოტივაციას უმაღლებ. გილოცავ!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“