2022 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
05-06-2022
დაკოპირებულია
-
+
3 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხელვაჩაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული სალიბაურის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რატი ცენტერაძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების და კულტურის სამსახურისა და ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“