მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 63-ე ბოლო ზარი დაირეკა. ხუთმა კურსდამდავრებულმა იზეიმა სკოლის დასრულება. მოსწავლეები დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, სადაც თორმეტი წელი გაატარეს, პედაგოგებს, გარემოს. მათ სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი სიყვარულით გააცილეს, სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს.
„იყო უამრავი ემოცია, ღიმილი, ცრემლი... პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ წარმატებები უსურვეს კურსდამთავრებულებს სწავლასა და პირად ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა