სიახლეები
სკოლები

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ ბიბილაშვილმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება ლექსით მიულოცა
24-05-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

სკოლის დირექტორმა, მიხეილ ბიბილაშვილმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ლექსი მიუძღვნა; ამ ფორმით დირექტორმა კურსდამთავრებულებს, ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

XII კლასს

თორმეტი წელი გასულა,

მე თორმეტი დღე მგონია,

დროებავ,საით გაიჭერ,

რა მძლავრი ფრთები გქონია.

ეს რა უეცრად დაქალდნენ,

ეს რა უეცრად დაკაცდნენ,

წარსული წლების დღეები

სად დაილივნენ, სად გაცვდნენ?

მამულო, ჩვენო აკვანო,

ათასწლოვანო ივერო,

დედაო მამა-პაპათა,

დროა, იმედით იმღერო.

შენს მსახურებად მოილტვის,

აგერ, ახალი თაობა,

რომელთ  უწყიან, უქმობით

ხმალი ქარქაშში დაობდა -

თვალებბრიალა ვაჟები,

სალები, როგორც კაჟები,

მინდვრის ყვავილნი--ქალები,

გულში უნთიათ ალები.

შეხედეთ, ხელში უპყრიათ,

მომავლის ბაირაღები,

გწამდეს, არ გაიწირები,

გწამდეს, არ გაილახები.

როგორც ჰერაკლემ შეიდგა
ატლასის სარგო ცის თაღი,

მათ ჩააბარე და ანდე
ყანა, ვენახი და ბაღი,

რომ მეტად გააყვავილონ
და მოისთვალონ მტევნები

მხოლოდ და მხოლოდ ღვთისა და

საკუთარ თავის შეწევნით.

მათია მომავალი და

დღეს, უკვე, აწმყოც მათია,

იმ გულებში ხომ იმედის

და რწმენის ცეცხლი ანთია.

მჯერა, მამულო, შენს სახელს

თვით მეცხრე ცაზე ტყორცნიან,

მამა-პაპეულ საუნჯეს

თავს გევლებიან, გკოცნიან.

შენ მსახურებად უღელში

უკვე ხარივით ხვნეშიან,

მომავალი და მერმისი,

მწამს, საიმედო ხელშია.

ლექსს გიძღვნით, უკვე დინჯებო,

და სწავლის დროს კი - ანცებო,

ქალებო, გარეჯვრელებო,

თქვენ, გარეჯვრელო კაცებო.

და რომ არ იყოს სამშობლო

დამარცხებული, საწყალი,

მიიღეთ ჩვენგან დალოცვა-

მარადიული საგზალი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება