მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათში 20 მარტს, ხოლო 21 მარტს ყაზბეგსა და ფოთში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ბაღდათის, ყაზბეგისა და ფოთის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდება.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდებათ.
შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს.
მეორე ტურში გადასული მოსწავლეები ბაღდათში 19 აპრილის, ყაზბეგში 23 აპრილის, ხოლო ფოთში 2 აპრილის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
უფროსკლასელების საყურადღებოდ: იხილეთ წესები და ჩაერთეთ კონკურსში.
დეტალური და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ „ეტალონის“ Facebook გვერდზე: www.facebook.com/etaloni
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს