მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელი: „გილოცავთ ამ დამსახურებულ გამარჯვებას! თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი თაობა გამორჩეული შესაძლებლობებითა და უნიკალურობით აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს.
მინდა, ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და გუნდის ლიდერებს მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის მოპოვებული ჯილდოებისთვის და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შემართებით კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და მჯერა, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გელოდებათ!“
ქართველმა მოსწავლეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს გამართულ ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო და თითოეულმა მოსწავლემ შეძლო მედლის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ 27 ქვეყნის 189 მონაწილე მოსწავლიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი ქართველ მოსწავლეებს გადაეცათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა