მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის" მეორე საკონკურსო ტური გაიმართა.
მასში IX კლასის მოსწავლე მარინა მარგველანი მონაწილეობდა. მან საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა, შედეგად კი მესამე ტურში - ნახევარფინალში გადავიდა.
კონკურის ბოლო ეტაპის შემდეგ „მესტიის დიდგორელი“ მოსწავლე გამოვლინდება.
მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად მარინა მარგველანმა საკმაოდ მოცულობითი მასალა, ამავე სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გიორგი ტერუნაშვილის მითითებებით და კონსულტირებით, დაამუშავა.
სკოლა ამაყობს მოსწავლის წარმატებით და წინსვლას უსურვებს.
„სკოლას ესტუმრა პროექტ „დიდგორელის" ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი მიქიანი, რომელმაც აღნიშნულ მოსწავლესთან ჩაატარა მეორე ტური ტესტირების ფორმით. ამასთან ერთად მოსწავლესაც და ისტორიის მასწავლებელსაც გადასცა სიგელები, გულსაკიდები და სხვა დამატებითი საჩუქრები პროექტ „დიდგორელის" სახელით.
დირექცია წარმატებას უსურვებს მარინას და დიდი იმედით და მხარდაჭერით უსურვებს, რომ გახდეს „მესტიის დიდგორელი".
დირექცია, აგრეთვე მადლობას უხდის ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელს გიორგი ტერუნაშვილს წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა