სიახლეები
სიახლეები

''იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს მოსწავლემ საზეპიროები?'' - განათლების მინისტრმა საჯარო ლექცია ჩაატარა
31-10-2016
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე სკოლაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.  

მისი თქმით, მასწავლებლის როლი – სწორად და საინტერესოდ მიაწოდოს მოსწავლეს განათლება, უმნიშვნელოვანესია, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანია თავად საკითხის შინაარსი, რაც მეტწილად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

„ჩემი აზრით, სკოლა ამჟამად არის უინტერესო და 2 წელიწადში ჩვენ შევძლებთ ეს სიტუცია შევცვალოთ. სკოლა უნდა გავხადოთ უფრო საინტერესო და ეს ჩემი მიზანიცაა. არსებობს მოსაზრება, რომ განათლება მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, მაგრამ აქ მხოლოდ მასწავლებელი არაა მნიშვნელოვანი. თუკი რაიმეს კონტენტი, შინაარსი არ გაინტერსებს, ამას იძულებით ვერ მოისმენ და ვერც ისწავლი. ცხადია, მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი კონტენტი არ ვარგა, მასწავლებელს შანსი არ აქვს.

იქნებ ამიხსნათ რატომ უნდა იცოდეს მოსწავლემ საზეპიროები? – რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და შესაბამისად, ეს სჭირდებოდათ ადამიანებს. 

ახლა კი აღარ სჭირდებათ, მაგრამ ინერციით, ასევ ვთქვათ „რაზგონით“ მაინც უვითარებენ მეხსიერებას მოსწავლეებს. კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია,“ – დასძინა განათლების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შაბათს, ტექნიკურ უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართა, თემაზე: '' მდიდარი პროფესიული ცხოვრება".

 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება