თბილისის N167 სკოლის პედაგოგმა, მესამეკლასელებთან ერთად, საინტერესო საერთაშორისო პროექტზე იმუშავა
25-05-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N167 საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, რუსუდან გორგაძემ დაასრულეს პროექტი - „Freedom and Democracy თავისუფლება და დემოკრატია“ დაასრულეს.
პროექტი eTwinning-ის ფარგლებში: ქართველი, თურქი, იორდანელი, რუმინელი და პოლონელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით ჩატარდა.
პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა: მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წარადგინეს საკუთარი თავი, ქვეყანა და სკოლა ინგლისურ ენაზე, მონიშნეს რუკაზე თავიანთი სკოლა, შექმნეს პროექტის ლოგოები და შემდეგ აირჩიეს ერთი გამარჯვებული ლოგო პროექტისთვის.
„განსაკუთრებით საინტერესო იყო სკოლების დაწყვილება, ჩვენი პარტნიორი იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს მეგობარი სკოლა.. იმუშავეს ციფრულ სამუშაო გეგმაზე, მოისმინეს ციფრული უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში, უპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს და უფრო მეტი გაიგეს თუ როგორ გამოიყენონ ინტერნეტ სივრცე უსაფრთხოდ. ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა წინარე და საბოლოო ტესტის სახით გამოკითხვა პროექტის საკითხებზე. მოსწავლეებმა გაუგზავნეს უკრაინელ თანატოლებს მესიჯი. ყველაზე აქტიურად ჩაერთვნენ შემდეგ აქტივობებში- „გასეირნება ბუშტში“ და „ბებიების სკოლა“. „ბებიების სკოლა“ ჩატარდა კონფერენციის სახით და ჩვენი მოსწავლეების მიერ წარდგენილმა პრეზენტაციამ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ისწავლეს web 2 ინსტრუმენტებით მუშაობა. მოეწყო არაერთი შეხვედრა, ფორუმი და გამოკითხვა. მოსწავლეებმა გაიცნეს ქართველი და უცხოელი თანატოლები. მოწვეული სტუმარი გახლდათ ბ-ნი ლადო აფხაზავა, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება პროექტულ მუშაობასთან დაკავშირებით. წარმატებები რუსუდან მასწავლებელსა და მის ნიჭიერ პატარებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.