მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება. სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს პატრიოტული თემატიკის სიმღერები, უმცროსკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, დადგეს თეატრალური წარმოდგენები.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების - ქეთევან ჩაკვეტაძის, ლიდა ზარქუას, ნონა ყურუას, მუსიკის მასწავლებლის ნათია ლაბარტყავას და ბიბლიოთეკარ გულნაზ წირქვაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლის დირექტორმა ღონისძიების ორგანიზატორ პედაგოგებს და მონაწილე მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ღონისძიების გამართვისათვის და კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც