სიახლეები
სკოლები

დისველის საჯარო სკოლაში, დირექტორის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება ჩატარდა
26-05-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

აუ უმნიშვნელოვანესი დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება სკოლის დირექტორის, ჯანსულ შაინიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. პატრიოტულ ღონისძიებაში თითქმის ყველა კლასის მოსწავლე იყო ჩართული. 

მოსწავლეებმა პატრიოტულ თემატიკაზე ლექსები წაიკითხეს და ამ დღის მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს. 

„ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლა გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს! გისურვებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!!! რა იყო ჩვენი წინაპრებისთვის დამოუკიდებლობა?? რისთივის იბრძოდნენ დიდგორში, კრწანისში, მარაბდის ველზე?? რატომ შეეწირა უამრავი ახალგაზრდა 9 აპრილს?? ეს იყო ეროვნული სიდიადე, სარწმუნოებრივი თავისუფლება, სახელმწიფოებრივი ფასეულობები, მორალური და პიროვნულ ღირებულებები! როდესაც ჩვენი ბედკრული ქვეყნის ცხოვრებას ვიხსენებ ცრემლები მომდის.... საუკუნოობით მივილტვით თავისუფლებისაკენ, სიმშვისიკენ, ბედნიერებისაკენ... და შეუპოვრად გამოვხატავთ „შეუგუებლობას, უთანასწორობასა და ბოროტების მიმართ! რა არის ჩვენი დევიზი:“ -„არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვადებისა ხეზედა არ გავცვლი, მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“! ჩვენი ღვთიური სამყოფელი ჩვენი ქვეყანაა, რომელსაც დისველის სკოლის მოსწავლეებმა ერთსულოვნად მიუძღვნეს, სიყვარული და პატივისცემა .... ეს ემოციური ღონისძიება დისველის საჯარო სკოლის დირექტორის, ბატონი - ჯანსული შაინიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა...ჩართული იყო თითქმის ყველა კლასის მოსწავლე, თავისი პოეზიით, სიყვარულით და დიდგულობით, რასაც ქართველობა ჰქვია ! დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! -„ თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია“!“,- ვკითხულობთ პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება