მარნეულის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა
26-05-2022
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საქართველოს დროშის ფერებში ბუშტებით ხელში მიულოცეს. ასევე ლექსები მხატვრულად და ამ დღის მნიშვნელობაზე და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.