მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს.
პირველ კლასში, დამრიგებელის ლელა ხათრიძის ხელმძღვანელობით, საანბანო ღონისძიება - „აი ია, აი ჩვენ...“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ანბანსა და დედა ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს, წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ პირველკლასელების საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა.
„პატარები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით კიდევ ერთხელ მოეფერნენ ჩვენს ულამაზეს ანბანს აი იას, დედა ენას... ვულოცავთ მათ პირველი კლასის დამთავრებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა