მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და შესაბამისად, საინტერესო გაკვეთილებს, აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლია გოგოლაძემ მე-10 კლასის მოსწავლეებს შესთავაზა ძალიან საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ვისაც შენი დახმარება სჭირდება“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პლაკატი და პრეზენტაცია, გაითამაშეს როლური თამაში ჟესტების ენის გამოყენებით - ბარათების გამოყენებით აარჩიეს წინადადებები და თანაკლასელებს ჟესტური ენით აუხსნეს იგი; ასევე გაეცნენ სამ სიტუაციურ ამოცანას, იმსჯელეს, მიიღეს გადაწყვეტილებები, თქვეს რჩევები. ბოლოს კი შეავსეს ბარათები, თუ რა დაამახსოვრდათ და რას გამოიყენებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა