ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიებები მიეძღვნა
26-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
სკოლაში საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა 26 მაისს კედლის გაზეთები და პლაკატები მიუძღვნეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.