მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
სკოლაში ამჯერად, მასწავლებელთა დახმარებით, შთამბეჭდავი ღონისძიება მესამეკლასელებმა გამართეს. ღონისძიება კი სწორედ რომ საყვარელ პედაგოგებს მიუძღვნეს, მათდამი სიყვარული და სითბო გამოხატეს და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„საფიცარო მშობელო, ჩემო მასწავლებელო“ - ამ სიტყვებით მიმართეს მასწავლებლებს მესამეკლასელებმა, მათ მიერ წაკითხულ ყველა ლექსში თუ მუსიკალურ კომპოზიციაში იგრძნობოდა უდიდესი სითბო და სიყვარული, რისთვისაც პირველი საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებელი მადლობას უხდის მათ. ფატი მასწავლებელო, გმადლობთ თქვენ ამ დღის ასე გალამაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებთან ერთად მათ მასწავლებელსაც გულითად მადლობას უხდიან.
იხილეთ ვიდეოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა