მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებას ეკოკლუბელები აქტიურად აგრძელებენ.
ამჯერად, სკოლაში ეზოს გასალამაზებლად ნერგები ეკოკლუბის წევრებმა - თინათინ და მარიამ ქიქავებმა მიიტანეს. მოსწავლეები კი აქტიურად ჩაერთნენ მისი დარგვის პროცესში.
ეკოკლუბელები თანასკოლელებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან და გარემოსდაცვით საქმეში მონაწილეობისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.
„მადლობა თითოეულ მოსწავლეს ეკოკლუბის სახელით. ძალა ერთობაშია! ველოდებით შემდეგს! სიკეთე გადამდებია. ეკოკლუბელები კვლავ აგრძელებენ სკოლის ეზოს გალამაზებას. მადლობა მარიამ ინჯგიას და მის მშობელს, რომელმაც საჩუქრად გამოგვიგზავნა ყვავილის ნერგები“,- აღნიშნავენ ეკოკლუბელები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა