დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა
26-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. შთამბეჭდავი სანახაობრივი ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებელმა, თეონა ძირკვაძემ, მუსიკის მასწავლებელმა, დარეჯან დონდოლაძემ და ქორეოგრაფმა, ზურა წულაძემ.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.