წინსვლის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
26-05-2022
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს პატრიოტული თემაზე შექმნილი სიმღერები, წაიკითხეს ლექსები.
„ეს დღე ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ღონისძიება ეძღვნება ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ყველა მოსწავლეს აერთიანებს, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ეროვნულ ღირებულებებზე“, - აცხადებენ 26 მაისის ღონისძიების ორგანიზატორი მოსწავლეები.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.