მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. განსაკუთრებით ემოციურია დირექტორის, გულნაზი ჭელიძის მილოცვა.
„ლემშვენიერას საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით, მინდა სრულიად საქართველოს ყველა სკოლის მეთორმეტეკლასელს მივულოცო სკოლის დამთავრება.
ჩემო ძვირფასო, გონიერო და ძლიერო ახალგაზრდებო, საქართველოს მომავალო მესაჭეებო, ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები. ყველა ლაბირინთი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ ღირსეულად გადაგელახოთ. მიყვარხართ და მტკივა, რომ თქვენი იუმორით სავსე სცენარებს, სამეცნიერო კონფერენციებს, საუკეთესოდ წაკითხულ ლექსებს და სხვადასხვა ენაზე ამღერებულ ჰანგებს ვეღარ მოვისმენთ სკოლაში. თქვენ ხართ თაობა, რომელიც 21-ე საუკუნის ახალგაზრდისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი, გაგაჩნიათ უნარი კრიტიკული და საღი აზროვნებისა, რაც თქვენი პედაგოგების დიდი დამსახურებაა.
თქვენ იცით, რომ ძალიან მიყვარხართ. ყოველთვის ვცდილობდი თქვენი უფროსი მეგობარი ვყოფილიყავი და იმედი მაქვს ეს გამომივიდა.
მჯერა, ვიამაყებთ თქვენით, რის საფუძველსაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გაძლევენ!“ - ვკითხულობთ დირექტორის გულნაზი ჭელიძის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა