სიახლეები
სკოლები

„მაპატიე, დედა!“ - ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური მინიატურა, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს
27-05-2022
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზაიზმით არიან ჩართულნი სასკოლო ცოხვრებაში და არაერთ საგანმანათლებლო პროექტშიც წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, გაგაცნობთ მარიამ ჩაჩანიძეს, ხიდრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელმაც ლიტარატურულ კონკურსში წარმატებას მიაღწია და ამის შესახებ თავად გვიამბობს:

„მინდა, მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ ჩემ მიერ დაწერილი მინიატურის შესახებ. როდესაც გავიგე, რომ „ახალი განათლება“ აცხადებდა კონკურსს - „დაწერე მინიატურა“, ვუამბე ჩემს თანაკლასელებს და შევთავაზე, მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში. გავაცანი კონკურსის წესები და ცოტა რამ მინიატურის შესახებ. ამ დროს ჩემი დამრიგებელი ჩვენთან ერთად იყო. მოულოდნელად შევნიშნე, რომ მასწავლბელმა მოიწყინა. ასე, მოწყენილი ადრე არასოდეს მინახავს. ვკითხე, რა ხდებოდა და მითხრა „ჩემი ისტორიაც ერთგვარი მინიატურაა".

მთელ დღეს ამ სიტყვებზე ვფიქრობდი... როდესაც გავიგე, რა ხდებოდა, გადავწყვიტე, ამ თემაზე მინიატურა დამეწერა და ჩემი მასწავლებლის სევდისთვის მიმეძღვნა. ჩემს მასწავლებელს 11 წლის ულამაზესი და უნიჭიერესი ქალიშვილი ჰყოლია დაღუპული. იგი 41 წელია მასწავლებელია და მისი ეს დიდი სევდა ჩვენზე არასოდეს გადმოსულა, როგორც მოსწავლეებზე. შვილის გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე, თურმე თავად ებრძოდა სიკვდილს, გადარჩა, მაგრამ შემდეგ შვილი დაკარგა. მასწავლებელმა არ იცოდა იმის შესახებ, რომ მინიატურა ამ თემაზე დავწერე. შეიტყო მაშინ, როდესაც დავსახელდი კონკურსის ათი საუკეთესო ნაშრომის ავტორებს შორის. დამირეკა და მითხრა „შენ მე შვილი გამიცოცხლე, დიდი მადლობა ამისთვის“. ეს სიტყვები რომ მოვისმინე ორმაგი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და დავპირდი, რომ ყველანაირად შევეცდებოდი, გამარჯვებულებს შორის ვყოფილიყავი. გამარჯვება არ მსურს პირადი მიზნებისა და ინტერესებისთვის, მინდა, შვილმკვდარ დედას დარდი შევუმსუბუქო და ცოტა მაინც გავაბედნიერო. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი „მოწონება“ ექნება ვებგვერდზე ატვირთულ ჩემს ნაშრომს. გადადით ბმულზე, გაეცანით ჩემს ნაშრომს; თუ თქვენს სიმპათიას დაიმსახურებს „მოიწონეთ“ და გააზიარეთ ლინკი. ეს უმნიშვნელოვანესია“.

მარიამ ჩაჩანიძის მინიატურას, უცვლელად გთავაზობთ:

(ეძღვნება ლელას ხსოვნას)

მისუსტდა…

სასომიხდილი გოგონა ცრემლიანი თვალებით იყურება…

– ნუ გეშინია, შვილო, სასწრაფო მალე მოვა. ექიმი დაგეხმარება, თავის ტკივილიც გაგივლის.

დედას შვილის ხელი ხელში უჭირავს.

თეთრი ბალიში გიშრისფერ თმას დაუფარავს. მარაოსავით გაშლილ წამწამებს ცხელი ცრემლი მოადგა, თეთრ სახეს ნელ-ნელა ლურჯი ფერი დაჰკრავს.

– სად არის ამდენ ხანს? ასე როგორ ჩავუგდო სიკვდილს ხელში? თვითონ, თვითონ რამდენი ტკივილი გადაიტანა. სიკვდილს რომ ვებრძოდი, მისმა სიყვარულმა გადამარჩინა. არა, არ დავნებდებით, შვილო!

დედა დაცვარულ შუბლზე ხელს უსვამს, ოფლს წმენდს.

– სიკვდილის სარეცელზე მყოფი შენზე ვფიქრობდი, რომ ძალიან გჭირდებოდა დედის სითბო, ალერსი, დარიგება. ვინ მოგივლიდა? ვინ შეგიმსუბუქებდა დედის სიკვდილით გამოწვეულ დარდს? უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება, დაუბრუნა ჩემს გოგონას დედა. გთხოვ, უფალო, ნუ დაგვაშორებ ერთმანეთს, ცოდვილი ვარ, უფალო, ჩემი გოგონა უმანკოა, სპეტაკი.

წამით შეჩერდა სამყარო…

დედა ფიქრიდან ვერ გამოერკვა…

გოგონამ შავი ბრიალა თვალები მოავლო ირგვლივ, ნაძალადევმა ღიმილმა ბაგე გაუპო და გაიფიქრა: მაპატიე, დედა!

მარიამ ჩაჩანიძე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება